ტალანტების მოძიება და ადაპტაცია

UGT გთავაზობთ რეკრუტინგის სრულყოფილ ციკლს და Onboarding-ის პროცესს თანამედროვე გამოცდილებით, რომელიც გაგიმარტივებთ ახალი თანამშრომლების ეფექტურ ინტეგრაციას ორგანიზაციაში.

SAP SuccessFactors Recruiting & Career Site არის მარტივი და ეფექტური სისტემა კანდიდატების მოძიების, კომუნიკაციისა და შერჩევისათვის. სისტემა მოიცავს ბრენდირებულ კარიერულ ვებსაიტს, ვაკანსიების მართვას და კანდიდატების გამოცდილების გაუმჯობესებას. Onboarding-ის მოდული ხელს შეგიწყობთ თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის დაჩქარებაში და მათი ჩართულობის ამაღლებაში პირველივე დღიდან.

SAP SuccessFactors-ის ტალანტების მოძიების და ადაპტაციის მოდულის სარგებელი:

  • მარტივი კანდიდატების მართვა და კომუნიკაცია ერთ პლატფორმაზე
  • ბრენდირებული კარიერის ვებსაიტი
  • ავტომატიზირებული შერჩევის პროცესი და ანალიტიკა
  • სტრუქტურირებული ადაპტაციის გეგმა
  • წინასწარ მომზადებული დავალებები და რესურსები ახალი თანამშრომლისთვის
  • ახალი თანამშრომლების სწრაფი ინტეგრაცია და კმაყოფილება

პარტრნიორები

შეთავაზება

ბრენდირებული კარიერის ვებგვერდი – მარტივი მართვის ინსტრუმენტი თქვენი კომპანიის უნიკალური ბრენდინგით.

ვაკანსიების მართვა – პოზიციების შექმნა და გამოქვეყნება სხვადასხვა არხზე ერთდროულად. კანდიდატების ავტომატური გაფილტვრა, ქულების მინიჭება, ისტორიის შენახვა და დეტალური ანალიტიკა.

ინტერვიუებისა და შეთავაზებების სისტემა – ინტერვიუს დაგეგმვა, უკუკავშირის გაცემა და სამუშაო შეთავაზებების მოქნილი მართვა.

ონბორდინგის ავტომატიზაცია – ახალი თანამშრომლის დოკუმენტების შეგროვების ციფრული პროცესი, რომელიც ამცირებს დროის და ქაღალდზე მუშაობის ხარჯებს.

ერთიანი თანამშრომლის პორტალი – რესურსებისა და საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზებული წვდომა, მათ შორის სამუშაოს დაწყებამდე.

ჩვენი მომხმარებლები

SAP SuccessFactors ტალანტების მოძიების და ადაპტაციის (Recruiting, Career Site & Onboarding) მოდული განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია ნიჭიერი კადრების სწრაფად მოძიება, ეფექტიანი შერჩევა და მათი ეტაპობრივად ინტეგრირება ორგანიზაციულ კულტურაში.

ჩვენი მომხმარებლები არიან ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები, საცალო და საბითუმო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.