27 წელი ტექნოლოგიებში | 14877 განხორციელებული პროექტი | 3254 კმაყოფილი კლიენტი | 73 პარტნიორის ნდობა |
კომპანიის შესახებ

იუჯითი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელიც 27 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
იუჯითის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.
ჩვენ გაგვაჩნია ტექნოლოგიების და კომპეტენციების სრული სპექტრი, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად. კერძო და საჯარო ორგანიზაციებში ვნერგავთ როგორც IT ინფრასტრუქტურულ სისტემებს, ასევე ფრონტალურ ბიზნეს-აპლიკაციებს, ხოლო, საკუთარი დატა ცენტრის მეშვეობით, ორგანიზაციებს ვაწვდით Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ უახლეს ქლაუდ სერვისებს.

წლების განმავლობაში იუჯითიმ შეიმუშავა სერვისები და გადაწყვეტები, რომლებიც მორგებულია მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების საჭიროებებზე, აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ინარჩუნებს მოქნილობას თანამშრომლობის პროცესში. დღეს კომპანიას აქვს პროდუქტების, სერვისების და გადაწყვეტების ფართო არჩევანი ნებისმიერი ზომისა და ტიპის ორგანიზაციისთვის.
იუჯითიმ არაერთი მასშტაბური და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. უნიკალური ექსპერტიზით და საუკეთესო გამოცდილებით კი, კომპანიამ მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობა მოიპოვა.
დღეს ჩვენ გვყავს 70-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი და ვაგრძელებთ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების შენარჩუნებას. მათ შორისაა HPE, Dell Technologies, Acer, HP, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა ცნობილი კორპორაციები. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, მივიღეთ მრავალი ჯილდო ჩვენი ვენდორებისგან, როგორებიცაა ყველაზე ინოვაციური პარტნიორი, წლის საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო კომპეტენციის მქონე პარტნიორის ჯილდო.

ჩვენი ექსპერტები
იუჯითი, ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სერთიფიცირებული არქიტექტებით და ინჟინრებით გამოირჩევა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ და იუჯითის მხარდაჭერით, მუდმივად ეუფლებიან იმ უახლეს სპეციალიზაციებს, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების თანამედროვე გადაწყვეტები მოითხოვს.

ირაკლი ბეროშვილი
მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიების არქიტექტი
ირაკლი ბეროშვილი იუჯითის გუნდს 2003 წელს შემოუერთდა და კარიერის დასაწყისში, სერვისის ინჟინერის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. ირაკლი ამჟამად, მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიების არქიტექტი და მიმართულების ხელმძღვანელია.
კომპანიის ხელშეწყობით, იგი მუდმივად ზრუნავდა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შედეგად, HPE-ს, Microsoft-ის, Symantec-ის, Dell Technologies-ის და Vmware-ის სერტიფიკაციებში უმაღლეს საფეხურებს მიაღწია. ირაკლი ფლობს ისეთ სეტიფიკატებს, როგორებიცაა: HPE – Master Accredited Solutions Expert (MASE), Dell Technologies – Technology Architect, Vmware – Certified Professional და სხვა.
ირაკლის არაერთხელ გადაეცა ვენდორის პერსონალური ჯილდო უნიკალური, მასშტაბური და კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. Dell Technologies-ისგან მან ბრენდის განვითარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პერსონალური ჯილდო – Personal Achievement Award მიიღო. ასევე, 2022 წელს პერსონალური ჯილდო გადაეცა HPE-სგან გამორჩეული ტექნიკური მიღწევებისთვის.
ირაკლის უმაღლესი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და ექსპერტული გამოცდილება აღიარებულია, როგორც მსოფლიოში წამყვანი ვენდორების, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ექსპერტების და იუჯითის კლიენტების მიერ.
ირაკლი კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე წამყვან ორგანიზაციებში წარმატებით ნერგავს ისეთ გადაწყვეტებს და სისტემებს, როგორებიცაა: ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები, მონაცემთა ცენტრის ვირტუალიზაცია, მონაცემთა სანახი სისტემების კონსოლიდაცია, მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემები, დესკტოპ ვირტუალიზაცია (VDI) და ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტები.

ვატო ჩანტლაძე
კიბერ უსაფრთხოების ტექნოლოგიების არქიტექტი
ვატო ჩანტლაძე 2010 წლიდან იუჯითის გუნდის წევრია. ამჟამად ის იუჯითის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ვატო Check Point-ის უმაღლეს სერტიფიკაციას ფლობს, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველმა მოიპოვა: Check Point Certified Security Master Elite. მას ასევე გადაეცა Check Point-ის უმაღლესი პერსონალური ჯილდო Person of the Year ბრენდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ვატო კიბერ უსაფრთხოების წამყვან მწარმოებლებთან აქტიურად თანამშრომლობს და ფლობს მათ პროფესიულ სერტიფიკატებს, მათ შორის არის: F5, Cisco, Fortinet, VMware, IBM, Trellix.
ვატო აქტიურად არის ჩართული კიბერ უსაფრთხოების პროტოკოლების განვითარებაში, როგორც IETF-ს წევრი და Internet Society-ის სტიპენდიატი.
ვატო ჩანტლაძე მრავალი წელია, იუჯითის გუნდთან ერთად, წამყვანი ვენდორების კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტებს ნერგავს. მას რეგიონის მასშტაბით არაერთი უნიკალური და მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.
ვატოს ექსპერტულ გამოცდილებას ენდობიან, როგორც იუჯითის პარტნიორები, კიბერ უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი მსოფლიოში წამყვანი ვენდორები, ასევე იუჯითის კლიენტები.

მიხეილ მჭედლიშვილი
მონაცემთა ცენტრების საინჟინრო სისტემების არქიტექტი
მიხეილ მჭედლიშვილმა იუჯითიში მუშაობა 2005 წელს, სერვისის ინჟინრის პოზიციაზე დაიწყო და დღეს მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
მიხეილ მჭედლიშვილი რეგიონში ერთადერთი არქიტექტია, რომელმაც Uptime Institute-ის ATD (Accredited Tier Designer) სერტიფიცირება გაიარა. მას განხორციელებული აქვს საქართველოში უდიდესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაცემთა ცენტრების საინჟინრო გადაწყვეტების პროექტები.
მიხეილმა ასევე, წარმატებით გაიარა წამყვანი ვენდორის, Rittal-ის სასერტიფიკატო კურსი IT Chiller Advanced Training და მიღებული აქვს Level 3 BTEC სტატუსი Practical Data Centre Design-ში.

ირაკლი ხოფერია
ქსელის არქიტექტი
ირაკლი ხოფერია იუჯითის გუნდს 2019 წელს ქსელის და კოლაბორაციული სისტემების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე შეუერთდა. ირაკლის ქსელის ინჟინერიის მიმართულებით დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში, როგორც კონსულტანტი ჩართული იყო არაერთ მასშტაბურ პროექტში.
ირაკლი ფლობს ისეთი წამყვანი მწარმოებლების როგორებიცაა Cisco, Aruba, Check Point, VMware, Dell სერტიფიკატებსა თუ სპეციალიზაციებს. 2021 წელს გამორჩეული ტექნიკური კომპეტენციისთვის HPE-სგან პერსონალური ჯილდო მიიღო.
ირაკლის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით, იუჯითიმ მრავალი მასშტაბური და კომპლექსური პროექტი განახორციელა, ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

დავით ხასია
ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების მთავარი ინჟინერი
დავით ხასიამ იუჯითიში მუშაობა 2021 წელს, მთავარი ინჟინრის პოზიციაზე დაიწყო და ამჟამად, ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების მიმართულების ხელმძღვანელია. დავითს ინჟინერიის და ავტომატიზაციის მიმართულებით სხვადასხვა წამყვან კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, არის ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი და Forbes 30 Under 30-ის 2019 წლის გამარჯვებული.
დავითი ფლობს Siemens-ის, Schneider Electric-ის სერტიფიკატებს და იუჯითის ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების გუნდთან ერთად Schneider Electric-ის EcoXpert საპარტნიორო სტატუსი მოიპოვა. დავითის ჩართულობით და ხელმძღვანელობით იუჯითიმ წარმატებით განახორციელა არაერთი ბრენდული სასტუმროს პროექტი.

ნიკო სულხანიშვილი
სატელეკომუნიკაციო სისტემების უფროსი ინჟინერი
ნიკო სულხანიშვილი სატელეკომუნიკაციო სისტემების გამორჩეული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტია. მან კარიერა საქართველოში კავშირგაბმულობის სექტორის განვითარებასთან ერთად დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა არაერთ წამყვან კომპანიაში და 2022 წლიდან, იუჯითის სატელეკომუნიკაციო სისტემების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ნიკოს გავლილი აქვს Siemens-ის, Huawei-ს, Alcatel-ის სერტიფიცირება და წამყვანი ვენდორების სისტემების დანერგვის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.

იოსებ მესხიშვილი
ქლაუდ გადაწყვეტების არქიტექტი
იოსებ მესხიშვილი იუჯითის 2013 წელს შეუერთდა უფროსი სისტემური ინჟინრის პოზიციაზე. მას გააჩნია სხვადასხვა კომპლექსურ სისტემებთან მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. იგი სპეციალიზდება სასერვერო და სამუშაო ადგილების ვირტუალიზაციის, სასერვერო და მონაცემთა შენახვის სისტემების, სარეზერვო კოპირების სისტემების, ჰიბრიდული და საჯარო ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების არქიტექტურასა და დანერგვაში. იგი ფლობს ისეთი მწარმოებლების პროფესიულ სერტიფიკატებს როგორებიც არის: VMware, Microsoft, F5, Dell EMC, Veritas.
2019 წლიდან იგი ჩართულია UGT Cloud პლატფორმის განვითარებაში და ეხმარება ორგანიზაციებს სხვადასხვა ამოცანების გადაჭრაში ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით

ალექსანდრე ჯახუა
ქლაუდ ტექნოლოგიების არქიტექტი
ალექსანდრე ჯახუა იუჯითის გუნდს თავდაპირველად, კომპანიის დაარსების პირველ წლებში (1998-2003) შემოუერთდა. 2019 წლიდან კი, ალექსანდრე იუჯითის მონაცემთა ცენტრს, UGT Cloud-ს ხელმძღვანელობს. მას ქსელის ინფრასტრუქტურის, ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
კარიერის განმავლობაში მისი აქტიური ჩართულობით განხორციელებულია რამდენიმე გლობალური პროექტი, მათ შორის მაგისტრალური სერვის პროვაიდერისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი IP/MPLS Core ქსელის შექმნის პროექტი. ალექსანდრეს სხვადასხვა დროს, გავლილი აქვს სერტიფიცირება Microsoft-ის, Cisco-ს, Juniper-ის და Oracle-ის პროდუქტებში.

პაპუნა ჯაფიაშვილი
პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტი
პაპუნა ჯაფიაშვილს საერთაშორისო და ადგილობრივ წამყვან ორგანიზაციებთან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტია. იგი იუჯითის ექსპერტების გუნდს 2017 წელს შემოუერთდა.
პაპუნას შესრულებული აქვს არაერთი მსხვილი და მასშტაბური პროექტი, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, ასევე ბიზნეს სექტორში. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა:
• სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს ერთიანი ინტეგრირებული სისტემა
• იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა გამოცდებისა და სერტიფიცირების სისტემა
• ენერგო კომპანიის მართვის ინტეგრირებული სისტემა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში
• GT Group-ის ავტომობილების სერვისის ელექტრონული სისტემის (Car Service Management System – CSMS) იმპლემენტაცია, რომელიც მომსახურების, გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს
• ლოიალობის მართვის სისტემის შექმნა Sun Petroleum Georgia-სთვის
მენეჯმენტი

ერმილე სულაძე
იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი

გურამ ხოჯანაშვილი
იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, პერსონალური სისტემებისა და სექტორული გადაწყვეტების დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ასლანიშვილი
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

შიო ხეცურიანი
მრჩეველი, ჰოსფითალითი მიმართულების დირექტორი

ინგა კუპატაძე
გენერალური დირექტორის მოადგილე, იუ-ჯი-თი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი

ზურაბ ჩომახაშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე, IT ინფრასტრუქტურისა და კიბერ უსაფრთხოების სისტემების დეპარტამენტის დირექტორი

ადამ გამყრელიძე
იუ-ჯი-თი ჯგუფის ფინანსური დირექტორი

ნიკა გაბელაია
გენერალური დირექტორის მოადგილე, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების მიმართულების დირექტორი

ლევან დავითულიანი
გენერალური დირექტორის მოადგილე, ელექტროობისა და შენობების მართვის სისტემების მიმართულების დირექტორი

შოთა აბრამიშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე

მამუკა სამხარაძე
IT სერვისების ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი

ზურაბ მაღრაძე
ბიზნესის განვითარების დირექტორი

გიორგი ზურაბიშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე
მიღწევები
2024
იუჯითის Dell Technologies-სგან Exceptional Services Delivery Performance 2023 ჯილდო გადაეცა.
იუჯითის Dell Technologies-სგან Exceptional Services Delivery Performance 2023 ჯილდო გადაეცა.