მიზნების და შესრულების მართვა (PMGM)

UGT გთავაზობთ SAP SuccessFactors Performance & Goals Management და Compensation Planning მოდულებს, რომელიც ამარტივებს თანამშრომლის მიზნების დასახვის, შესრულების შეფასების და განვითარების გეგმის ფორმირების პროცესებს – ხელს უწყობს მაღალი შედეგიანობის კულტურის ჩამოყალიბებასა და მოტივაციის ამაღლებას.

მოდული მოიცავს ბონუსების, საბონუსე გეგმებისა და წახალისების პროგრამების ეფექტურ დაგეგმვას.

SAP SuccessFactors-ის მიზნების და შესრულების მოდულის სარგებელ:

  • მიზნების სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოდის კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან
  • გამჭვირვალე შეფასებები და ხშირი უკუკავშირი
  • შედეგებზე და ზრდაზე ორიენტირებული გარემო
  • სამართლიანი და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემები
  • შედეგებზე დაფუძნებული ბონუსის მოდელები
  • სტრატეგიული ანაზღაურების დაგეგმვა ბიუჯეტთან შესაბამისობაში
  • მოტივაციის ამაღლება და თანამშრომლის შენარჩუნება

პარტრნიორები

შეთავაზება

მიზნების განსაზღვრა – ინდივიდუალური, გუნდური და კომპანიის მასშტაბით.

შესრულების მართვა – შეფასების ციკლების დაგეგმვა, პერიოდული შეფასებები და შეხვედრების მოდული.

360° უკუკავშირი – თანამშრომლის განვითარებისთვის მრავალმხრივი შეფასების მექანიზმი.

ანაზღაურების მენეჯმენტი – ხელფასის, ბონუსებისა და წახალისების გეგმების შექმნა; შესრულებაზე დაფუძნებული მოდელები.

სამართლიანობის მონიტორინგი – Gender pay gap და თანასწორობის რეპორტინგი.

ანალიტიკა – რეალურ დროში ვიზუალური ანგარიშები და მონაცემთა ანალიზი.

ჩვენი მომხმარებლები

SAP SuccessFactors-ის მიზნებისა და შესრულების მართვის (Performance & Goals (PMGM)) მოდული განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია თანამშრომლების მიზნების სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობა, შესრულების გამჭვირვალე შეფასება და პროფესიული განვითარებისთვის ეფექტიანი უკუკავშირის უზრუნველყოფა.

ჩვენი მომხმარებლები არიან ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები, საცალო და საბითუმო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.