რესურსების დაგეგმვის სისტემები (ERP)

რესურსების დაგეგმვის სისტემები (ERP) ბიზნეს პროცესების მართვის ყველაზე თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. მასში ინტეგრირებული მოდულების და აპლიკაციების მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და მართვა ბიზნესის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე.


ERP სისტემის დანერგვა და ავტომატიზაციის გაზრდილი ხარისხი თქვენს კომპანიას პროცესების დაჩქარების, რუტინული სამუშაოების შემცირებისა და თანამშრომლების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

Young finance market analyst in eyeglasses working at sunny office on laptop while sitting at wooden table.Businessman analyze document in his hands.Graphs and diagramm on notebook screen.Blurred

პარტრნიორები

შეთავაზება

იუჯითი მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების Microsoft-ის და SAP-ის კომპლექსურ გადაწყვეტილებებს გთავაზობთ. ჩვენი კომპანია SAP-ის ოქროს პარტნიორი და SAP S/4 HANA-ს ავტორიზებული მხარდაჭერის სტატუსის მფლობელია, ხოლო Microsoft-ის Dynamics 365 Business Central-ი ჩვენმა გუნდმა უკვე არაერთ ორგანიზაციაში წარმატებით დანერგა.

იუჯითის სერტიფიცირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნებზე მორგებული რესურსების დაგეგმვის სისტემების (ERP) შერჩევაში, ასევე ბიუჯეტური და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან.

ჩვენი მომხმარებლები

ERP სისტემები განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია კომპანიაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაცია და რესურსების ეფექტიანად მართვა. ჩვენი მომხმარებლები არიან საცალო და საბითუმო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.