UGT გთავაზობთ თანამშრომლების ცენტრალიზებული მონაცემების მართვისა და ხელფასების გამოთვლის სისტემას, რომელიც პერსონალის ადმინისტრირების პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს.
სისტემის საშუალებით შეძლებთ პირადი ინფორმაციის, სტრუქტურული ერთეულების, პოზიციებისა და სხვა საკადრო ინფორმაციის მართვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ანაზღაურების პროცესების სრულ ავტომატიზაციას და უზრუნველყოფთ კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

SAP SuccessFactors-ის თანამშრომლების ადმინისტრირების და ხელფასების მოდულის სარგებელი:
- ყველა თანამშრომლის მონაცემი და ყველა ძირითადი HR ოპერაცია ერთიან პლატფორმაზე
- ავტომატიზირებული პროცესები და დაზოგილი დრო
- ხელფასის ავტომატური გამოთვლა, კანონთან შესაბამისად
- ინტეგრაცია სხვა მოდულებთან და ერთიანი პროცესები
- მონაცემების გამჭვირვალობა და ანალიტიკა
პარტნიორები
შეთავაზება
დასაქმებულის სრული ციკლის მართვა – „hire to retire“ მოდელი: თანამშრომელთა მონაცემების, პოზიციებისა და სტრუქტურული ერთეულების ცენტრალიზებული აღრიცხვა, სამუშაო კონტრაქტებისა და ისტორიის შენახვა
თვითმომსახურების ფუნქციები (Self-service for employees and managers) – მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის, რაც ამცირებს ადმინისტრაციულ დროს და ზრდის გამჭვირვალობას.
ანაზღაურების ავტომატიზაცია – ხელფასების გამოთვლა კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით, გადასახადებისა და დაქვითვების მართვის ჩათვლით.
ინტეგრაციები – მონაცემების მარტივი დაკავშირება ბანკებთან, საბუღალტრო სისტემებთან და სხვა მოდულებთან.
უსაფრთხოება და ანალიტიკა – მაღალი დონის დაცვა, მონაცემთა კონფიდენციალურობა, ვიზუალური ანალიტიკა და დეტალური რეპორტინგი რეალურ დროში.
ჩვენი მომხმარებლები
SAP SuccessFactors-ის თანამშრომელთა ადმინისტრირების და ხელფასების (Employee Central & Payroll) მოდული განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე იმ ორგანიზაციებისთვის და საწარმოებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია თანამშრომელთა მონაცემების ცენტრალიზებული მართვა, სარიცხვო პროცესების ავტომატიზაცია და შრომითი კანონმდებლობის დაცვა.
ჩვენი მომხმარებლები არიან ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები, საცალო და საბითუმო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.