UGT გთავაზობთ SAP SuccessFactors Career & Talent Development მოდულს ტალანტების იდენტიფიცირებისა და მომავალი ლიდერების გამოვლენის ხელშესაწყობად.
სისტემა უზრუნველყოფს თანამშრომელთა განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვას და კრიტიკული პოზიციების მდგრადობას.

SAP SuccessFactors-ის ტალანტების განვითარების მოდულის სარგებელი:
- ტალანტების პროგნოზირება და კარიერული განვითარების დაგეგმვა
- ტალანტების რეზერვის შექმნა
- კრიტიკული პოზიციების მდგრადობა
- ლიდერშიფის განვითარება შიდა რესურსების გამოყენებით
პარტნიორები
შეთავაზება
ტალანტების შეფასება – თანამშრომლების კომპეტენციებისა და მზაობის სიღრმისეული ანალიზი.
მემკვიდრეობის დაგეგმვა – კრიტიკული როლებისთვის Succession Planning, რათა მნიშვნელოვანი პოზიციები ყოველთვის საიმედოდ იყოს გადაზღვეული.
კარიერული გზების ვიზუალიზაცია – თანამშრომლებისთვის განვითარების პერსპექტივების მკაფიოდ ჩვენება.
პერსონალური განვითარების გეგმები – ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გეგმების შედგენა და მონიტორინგი.
ლიდერობის პოტენციალის იდენტიფიცირება – პერსპექტიული ლიდერების გამოვლენა და მათი ზრდის ხელშეწყობა.
ჩვენი მომხმარებლები
SAP SuccessFactors ტალანტების განვითარების (Career & Talent Development) მოდული განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, შიდა ტალანტის განვითარების სტრატეგიული მართვა და კარიერული განვითარების გზების ჩამოყალიბება.
ჩვენი მომხმარებლები არიან ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები, საცალო და საბითუმო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.