IT სერვისი ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, IT აუთსორსინგით სარგებლობის ტენდენტია მზარდია, როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.იუჯითის IT აუთსორსინგის სერვისები საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ყველაზე კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურება, დაზოგოთ ფინანსური რესურსი და მეტი დრო დაუთმოთ თქვენი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. იუჯითის IT სერვისები ISO/IEC 20000-1:2018 და ISO/IEC 27001:2017 სტანდარტების დაცვით ხორციელდება.