27 წელი ტექნოლოგიებში | 14877 განხორციელებული პროექტი | 3254 კმაყოფილი კლიენტი | 73 პარტნიორის ნდობა |
კომპანიის შესახებ

იუჯითი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელიც 27 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
იუჯითის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში.
ჩვენ გაგვაჩნია ტექნოლოგიების და კომპეტენციების სრული სპექტრი, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად. კერძო და საჯარო ორგანიზაციებში ვნერგავთ როგორც IT ინფრასტრუქტურულ სისტემებს, ასევე ფრონტალურ ბიზნეს-აპლიკაციებს, ხოლო, საკუთარი დატა ცენტრის მეშვეობით, ორგანიზაციებს ვაწვდით Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ უახლეს ქლაუდ სერვისებს.

წლების განმავლობაში იუჯითიმ შეიმუშავა სერვისები და გადაწყვეტები, რომლებიც მორგებულია მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების საჭიროებებზე, აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ინარჩუნებს მოქნილობას თანამშრომლობის პროცესში. დღეს კომპანიას აქვს პროდუქტების, სერვისების და გადაწყვეტების ფართო არჩევანი ნებისმიერი ზომისა და ტიპის ორგანიზაციისთვის.
იუჯითიმ არაერთი მასშტაბური და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. უნიკალური ექსპერტიზით და საუკეთესო გამოცდილებით კი, კომპანიამ მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობა მოიპოვა.
დღეს ჩვენ გვყავს 70-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი და ვაგრძელებთ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების შენარჩუნებას. მათ შორისაა HPE, Dell Technologies, Acer, HP, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა ცნობილი კორპორაციები. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, მივიღეთ მრავალი ჯილდო ჩვენი ვენდორებისგან, როგორებიცაა ყველაზე ინოვაციური პარტნიორი, წლის საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო კომპეტენციის მქონე პარტნიორის ჯილდო.

ჩვენი ექსპერტები
იუჯითი, ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სერთიფიცირებული არქიტექტებით და ინჟინრებით გამოირჩევა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ და იუჯითის მხარდაჭერით, მუდმივად ეუფლებიან იმ უახლეს სპეციალიზაციებს, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების თანამედროვე გადაწყვეტები მოითხოვს.

ირაკლი ბეროშვილი
მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიების არქიტექტი
ირაკლი ბეროშვილი იუჯითის გუნდს 2003 წელს შემოუერთდა და კარიერის დასაწყისში, სერვისის ინჟინერის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. ირაკლი ამჟამად, მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიების არქიტექტი და მიმართულების ხელმძღვანელია.
კომპანიის ხელშეწყობით, იგი მუდმივად ზრუნავდა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შედეგად, HPE-ს, Microsoft-ის, Symantec-ის, Dell Technologies-ის და Vmware-ის სერტიფიკაციებში უმაღლეს საფეხურებს მიაღწია. ირაკლი ფლობს ისეთ სეტიფიკატებს, როგორებიცაა: HPE – Master Accredited Solutions Expert (MASE), Dell Technologies – Technology Architect, Vmware – Certified Professional და სხვა.
ირაკლის არაერთხელ გადაეცა ვენდორის პერსონალური ჯილდო უნიკალური, მასშტაბური და კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. Dell Technologies-ისგან მან ბრენდის განვითარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პერსონალური ჯილდო – Personal Achievement Award მიიღო. ასევე, 2022 წელს პერსონალური ჯილდო გადაეცა HPE-სგან გამორჩეული ტექნიკური მიღწევებისთვის.
ირაკლის უმაღლესი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და ექსპერტული გამოცდილება აღიარებულია, როგორც მსოფლიოში წამყვანი ვენდორების, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ექსპერტების და იუჯითის კლიენტების მიერ.
ირაკლი კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე წამყვან ორგანიზაციებში წარმატებით ნერგავს ისეთ გადაწყვეტებს და სისტემებს, როგორებიცაა: ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები, მონაცემთა ცენტრის ვირტუალიზაცია, მონაცემთა სანახი სისტემების კონსოლიდაცია, მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემები, დესკტოპ ვირტუალიზაცია (VDI) და ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტები.

ვატო ჩანტლაძე
კიბერ უსაფრთხოების ტექნოლოგიების არქიტექტი
ვატო ჩანტლაძე 2010 წლიდან იუჯითის გუნდის წევრია. ამჟამად ის იუჯითის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ვატო Check Point-ის უმაღლეს სერტიფიკაციას ფლობს, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველმა მოიპოვა: Check Point Certified Security Master Elite. მას ასევე გადაეცა Check Point-ის უმაღლესი პერსონალური ჯილდო Person of the Year ბრენდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ვატო კიბერ უსაფრთხოების წამყვან მწარმოებლებთან აქტიურად თანამშრომლობს და ფლობს მათ პროფესიულ სერტიფიკატებს, მათ შორის არის: F5, Cisco, Fortinet, VMware, IBM, Trellix.
ვატო აქტიურად არის ჩართული კიბერ უსაფრთხოების პროტოკოლების განვითარებაში, როგორც IETF-ს წევრი და Internet Society-ის სტიპენდიატი.
ვატო ჩანტლაძე მრავალი წელია, იუჯითის გუნდთან ერთად, წამყვანი ვენდორების კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტებს ნერგავს. მას რეგიონის მასშტაბით არაერთი უნიკალური და მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.
ვატოს ექსპერტულ გამოცდილებას ენდობიან, როგორც იუჯითის პარტნიორები, კიბერ უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი მსოფლიოში წამყვანი ვენდორები, ასევე იუჯითის კლიენტები.

მიხეილ მჭედლიშვილი
მონაცემთა ცენტრების საინჟინრო სისტემების არქიტექტი
მიხეილ მჭედლიშვილმა იუჯითიში მუშაობა 2005 წელს, სერვისის ინჟინრის პოზიციაზე დაიწყო და დღეს მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
მიხეილ მჭედლიშვილი რეგიონში ერთადერთი არქიტექტია, რომელმაც Uptime Institute-ის ATD (Accredited Tier Designer) სერტიფიცირება გაიარა. მას განხორციელებული აქვს საქართველოში უდიდესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაცემთა ცენტრების საინჟინრო გადაწყვეტების პროექტები.
მიხეილმა ასევე, წარმატებით გაიარა წამყვანი ვენდორის, Rittal-ის სასერტიფიკატო კურსი IT Chiller Advanced Training და მიღებული აქვს Level 3 BTEC სტატუსი Practical Data Centre Design-ში.

ირაკლი ხოფერია
ქსელის არქიტექტი
ირაკლი ხოფერია იუჯითის გუნდს 2019 წელს ქსელის და კოლაბორაციული სისტემების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე შეუერთდა. ირაკლის ქსელის ინჟინერიის მიმართულებით დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში, როგორც კონსულტანტი ჩართული იყო არაერთ მასშტაბურ პროექტში.
ირაკლი ფლობს ისეთი წამყვანი მწარმოებლების როგორებიცაა Cisco, Aruba, Check Point, VMware, Dell სერტიფიკატებსა თუ სპეციალიზაციებს. 2021 წელს გამორჩეული ტექნიკური კომპეტენციისთვის HPE-სგან პერსონალური ჯილდო მიიღო.
ირაკლის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით, იუჯითიმ მრავალი მასშტაბური და კომპლექსური პროექტი განახორციელა, ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

დავით ხასია
ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების მთავარი ინჟინერი
დავით ხასიამ იუჯითიში მუშაობა 2021 წელს, მთავარი ინჟინრის პოზიციაზე დაიწყო და ამჟამად, ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების მიმართულების ხელმძღვანელია. დავითს ინჟინერიის და ავტომატიზაციის მიმართულებით სხვადასხვა წამყვან კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, არის ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი და Forbes 30 Under 30-ის 2019 წლის გამარჯვებული.
დავითი ფლობს Siemens-ის, Schneider Electric-ის სერტიფიკატებს და იუჯითის ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების გუნდთან ერთად Schneider Electric-ის EcoXpert საპარტნიორო სტატუსი მოიპოვა. დავითის ჩართულობით და ხელმძღვანელობით იუჯითიმ წარმატებით განახორციელა არაერთი ბრენდული სასტუმროს პროექტი.

ნიკო სულხანიშვილი
სატელეკომუნიკაციო სისტემების უფროსი ინჟინერი
ნიკო სულხანიშვილი სატელეკომუნიკაციო სისტემების გამორჩეული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტია. მან კარიერა საქართველოში კავშირგაბმულობის სექტორის განვითარებასთან ერთად დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა არაერთ წამყვან კომპანიაში და 2022 წლიდან, იუჯითის სატელეკომუნიკაციო სისტემების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ნიკოს გავლილი აქვს Siemens-ის, Huawei-ს, Alcatel-ის სერტიფიცირება და წამყვანი ვენდორების სისტემების დანერგვის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.

იოსებ მესხიშვილი
ქლაუდ გადაწყვეტების არქიტექტი
იოსებ მესხიშვილი იუჯითის 2013 წელს შეუერთდა უფროსი სისტემური ინჟინრის პოზიციაზე. მას გააჩნია სხვადასხვა კომპლექსურ სისტემებთან მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. იგი სპეციალიზდება სასერვერო და სამუშაო ადგილების ვირტუალიზაციის, სასერვერო და მონაცემთა შენახვის სისტემების, სარეზერვო კოპირების სისტემების, ჰიბრიდული და საჯარო ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების არქიტექტურასა და დანერგვაში. იგი ფლობს ისეთი მწარმოებლების პროფესიულ სერტიფიკატებს როგორებიც არის: VMware, Microsoft, F5, Dell EMC, Veritas.
2019 წლიდან იგი ჩართულია UGT Cloud პლატფორმის განვითარებაში და ეხმარება ორგანიზაციებს სხვადასხვა ამოცანების გადაჭრაში ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით

ალექსანდრე ჯახუა
ქლაუდ ტექნოლოგიების არქიტექტი
ალექსანდრე ჯახუა იუჯითის გუნდს თავდაპირველად, კომპანიის დაარსების პირველ წლებში (1998-2003) შემოუერთდა. 2019 წლიდან კი, ალექსანდრე იუჯითის მონაცემთა ცენტრს, UGT Cloud-ს ხელმძღვანელობს. მას ქსელის ინფრასტრუქტურის, ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
კარიერის განმავლობაში მისი აქტიური ჩართულობით განხორციელებულია რამდენიმე გლობალური პროექტი, მათ შორის მაგისტრალური სერვის პროვაიდერისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი IP/MPLS Core ქსელის შექმნის პროექტი. ალექსანდრეს სხვადასხვა დროს, გავლილი აქვს სერტიფიცირება Microsoft-ის, Cisco-ს, Juniper-ის და Oracle-ის პროდუქტებში.

პაპუნა ჯაფიაშვილი
პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტი
პაპუნა ჯაფიაშვილს საერთაშორისო და ადგილობრივ წამყვან ორგანიზაციებთან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტია. იგი იუჯითის ექსპერტების გუნდს 2017 წელს შემოუერთდა.
პაპუნას შესრულებული აქვს არაერთი მსხვილი და მასშტაბური პროექტი, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, ასევე ბიზნეს სექტორში. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა:
• სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს ერთიანი ინტეგრირებული სისტემა
• იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა გამოცდებისა და სერტიფიცირების სისტემა
• ენერგო კომპანიის მართვის ინტეგრირებული სისტემა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში
• GT Group-ის ავტომობილების სერვისის ელექტრონული სისტემის (Car Service Management System – CSMS) იმპლემენტაცია, რომელიც მომსახურების, გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს
• ლოიალობის მართვის სისტემის შექმნა Sun Petroleum Georgia-სთვის
მენეჯმენტი

ერმილე სულაძე
იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი

გურამ ხოჯანაშვილი
იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, პერსონალური სისტემებისა და სექტორული გადაწყვეტების დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ასლანიშვილი
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

შიო ხეცურიანი
მრჩეველი, ჰოსფითალითი მიმართულების დირექტორი

ინგა კუპატაძე
გენერალური დირექტორის მოადგილე, იუ-ჯი-თი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი

ზურაბ ჩომახაშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე, IT ინფრასტრუქტურისა და კიბერ უსაფრთხოების სისტემების დეპარტამენტის დირექტორი

ადამ გამყრელიძე
იუ-ჯი-თი ჯგუფის ფინანსური დირექტორი

ნიკა გაბელაია
გენერალური დირექტორის მოადგილე, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების მიმართულების დირექტორი

ლევან დავითულიანი
გენერალური დირექტორის მოადგილე, ელექტროობისა და შენობების მართვის სისტემების მიმართულების დირექტორი

შოთა აბრამიშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე

მამუკა სამხარაძე
IT სერვისების ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი

ზურაბ მაღრაძე
ბიზნესის განვითარების დირექტორი

გიორგი ზურაბიშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე
მიღწევები
2024
იუჯითი EU – Georgia Business Council EUGBC ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი გახდა.
იუჯითიმ Dell Technologies-ის Titanium საპარტნიორო სტატუსი განაახლა.
იუჯითიმ HP-სგან უმაღლესი საპარტნიორო ჯილდო „Print HW Partner of the Year” მიიღო.
Acer-მა იუჯითის უმაღლესი ჯილდო „Partnership Award BETT 2024” და სპეციალური პრემიუმ პარტნიორის ჯილდო გადასცა.
იუჯითი, უკვე მეოთხედ, Dell Technologies-ის წლის საუკეთესო პარტნიორი გახდა.
2023
იუჯითის Dell Technologies-სგან Exceptional Services Delivery Performance 2023 ჯილდო გადაეცა.
იუჯითიმ კომპანია ChekPoint-ისგან პრესტიჟული Elite პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, ხოლო კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა ვატო ჩანტლაძემ ყველაზე მაღალი სტატუსი- Master Elite მიიღო.
იუჯითიმ კომპანია Cisco-ს “Advanced Enterprise Networks Architecture Specialization“ მოიპოვა.
იუჯითის მონაცემთა ცენტრის საინჟინრო სისტემების არქიტექტი და მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ მჭედლიშვილი, Uptime Institute-ის Accredited Tier Designer გახდა.
2022
HPE-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე იუჯითი იყო ერთადერთი კომპანია, რომელსაც ოთხი ჯილდო გადაეცა და წლის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.
იუჯითი Dell Technologies-ის წლის საუკეთესო პარტნიორი გახდა.
იუჯითის Microsoft-ისგან წლის პარტნიორის ჯილდო გადაეცა.
2022 წელს, იუჯითიმ Check Point-ისგან უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი – 5 Star Partner მიიღო და რეგიონში Check Point-ის პირველი და ერთადერთი პარტნიორია.
ელექტრო სისტემების მწარმოებელი წამყვანი კომპანია Shneider-ისგან EcoXpert საპარტნიორო სტატუსი მივიღეთ.
იუჯითიმ სერტიფიცირება გაიარა ISO 27017 სტანდარტის შესაბამისად, რომლის მოთხოვნებიც, უშუალოდ, ქლაუდ სერვისების საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით არის შედგენილი.
იუჯითი Vmware-ის VCPP (Vmware Cloud Provider Program) პარტნიორი გახდა.
იუჯითი გახდა ამერიკული კიბერ უსაფრთხოების კომპანიის CrowdStrike-ის რეგიონში პირველი პარტნიორი.
2022 წელს UGT ქლაუდ სერვისების ექსკლუზიური დისტრიბუტორი იუჯითი ჯგუფის შვილობილი კომპანია UGT Cloudforce გახდა.
2021
იუჯითი, უკვე მეორედ, Dell Technologies-სგან Channel Services Delivery Excellence ჯილდოს მფლობელია.
იუჯითი პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კორპორაცია SAP-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორია საქართველოში.
იუჯითიმ ქსელური გადაწყვეტილებების წამყვან ბრენდ Aruba-სთან ოქროს პარტნიორის სტატუსი განაახლა.
იუჯითიმ Dell Technologies-ის Titanium Partner სტატუსი მოიპოვა.
იუჯითის Dell Technologies-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე Partner of the Year ჯილდო გადასცა.
იუჯითიმ Hewlett Packard Enterprise-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი „HPE Platinum Partner” განაახლა.
იუჯითი არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ერთდროულად ფლობს ISO 27001 და ISO 20000 სერტიფიკატებს.
იუჯითი გახდა Microsoft-ის SPLA (Services Provider License Agreement) პარტნიორი, რაც Microsoft-ის მხრიდან SPLA ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის რეგულარულ შემოწმებას გულისხმობს.
იუჯითი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც Check Point-ის მხარდაჭერის სერვისის ოფიციალური სტატუსები Collaborative Support და Appliance Support აქვს.
2020
იუჯითიმ კომპანია SAP Business All-In-One, SAP Analytics და SAP HANA – საპროდუქტო ჯგუფებისთვის ოფიციალური ავტორიზებული მხარდაჭერის უფლება მოიპოვა.
იუჯითიმ Dell Technologies-სგან ავტორიზებული სერვისის ცენტრის პარტნიორობის ოფიციალური სტატუსი მიიღო.
იუჯითი კომპანია IBM-მა “TOP IBM Software Business Partner” სტატუსით დააჯილდოვა.
იუჯითი კომპანია Dell Technologies-ის მიერ, CIS ქვეყნებს შორის, ყველაზე სწრაფად მზარდ პარტნიორად (Fastest growing System Integrator) დასახელდა.
იუჯითი IBM-ის ოქროს პარტნიორი გახდა.
იუჯითიმ HPE-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი „HPE Platinum Partner” განაახლა.
ჯითიმ VMware-ის ყველაზე მაღალი საპარტნიორო სტატუსი – Principal Partner მოიპოვა.
იუჯითიმ Dell Technologies Forum 2020-ს ვერცხლის სპონსორობა გაუწია.
UGT Group-ის ვიცე პრეზიდენტი Sarah Williamson Chirakadze, American Chamber of Commerce in Georgia-ს პრეზიდენტი გახდა.
იუჯითი გახდა პირველი ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, რომელიც Maestro HyperScale Network Security სპეციალიზაცია და ექსპერტიზა მიიღო.
იუჯითი 2020 წლიდან წარმოადგენს McAffee-ის ერთადერთ GOLD პარტნიორს მთელს რეგიონში.
2019
იუჯითი DELL EMC-სგან წლის ყველაზე ინოვაციური პარტნიორის ტიტულით დაჯილდოვდა.
Microsoft-ის მიერ იუჯითის 2019 წლის საუკეთესო პარტნიორის სტატუსით დაჯილდოვდა.
იუჯითიმ Hawlett Packard Enterprise-თან პლატინუმ პარტნიორის სტატუსი განაახლა.
იუჯითიმ Check Point-ისგან, ზედიზედ მესამედ, საუკეთესო გაყიდვებისთვის ენტერპრაიზ სეგმენტში მთავარი ჯილდო – The Best Sales in Enterprise მიიღო.
იუჯითი გახდა პირველი კომპანია, რომელმაც hp-ს Managed Print Services (მართული ბეჭდვითი მომსახურება) საქართველოში დანერგვის უფლება მოიპოვა.
იუჯითიმ ქსელის გადაწყვეტილების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, aruba-ს ოქროს პარტნიორობა განაახლა.
იუჯითიმ მიიღო ACER-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსები- Acer Synergy Partner Platinum და Education Solution Centre Partner.
იუჯითი გახდა F5 Networks-ის ვერცხლის პარტნიორის სტატუსის მფლობელი პირველი და ერთადერთი კომპანია საქართველოში.
იუჯითიმ განახორციელა საქართველოში ყველაზე დიდი VxRail-ის Active/Active გაწელილი კლასტერის პროექტი.
იუჯითიმ საქართველოში ყველაზე დიდი Next-Generation firewall დანერგა.
იუჯითიმ დაიწყო მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილი 200-მდე ოჯახისთვის, მზის პანელების დამონტაჟება.
იუჯითიმ პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ფარგლებში, პირველკლასელებს 55 000 ცალი acer-ის წარმოების კომპიუტერი გადასცა.
იუჯითი ერთადერთი IT კომპანიაა, რომელიც 2019 წელს ფორბსის 100 უმსხვილეს კომპანიებს შორის მოხვდა.
2018
იუჯითი HPE-ის პირველი პლატინიუმ პარტნიორი საქართველოში.იუჯითი HPE-ის პირველი პლატინიუმ პარტნიორი საქართველოში.
იუჯითი LS Retail-ის პირველი ოქროს პარტნიორია საქართველოში.
Checkpoint-ისგან იუჯითის, ზედიზედ მეორედ, წილად ხვდა ჯილდო საუკეთესო გაყიდვებისთვის ენტერპრაიზში – Best Sales in Enterprise.
იუჯითის ახალი მიმართულება – ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის აუთსორსინგი დაემატა.
იუჯითი გახდა SAP-ის პარტნიორი BI (business Intelligence) მიმართულებით.
2017
იუჯითიმ სკოლების უკაბელო ქსელით აღჭურვის პროექტი განახორციელა.
იუჯითიმ რეგიონებში მობილური ინტერნეტის და IPTV-ს პროექტი განახორციელა.
იუჯითიმ Check Point-ის რეგიონალურ კონფერენციაზე ყველაზე მაღალი სტატუსი – Best Sales in Enterprise მიიღო.
იუჯითი პირველი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც Check Point SandBlast-ის ავტორიზებული პარტნიორი გახდა.
იუჯითი „2017 წლის საუკეთესო სისტემური ინტეგრატორი“ გახდა.
2016
იუჯითის დახმარებით ტერა ბანკში კლიენტების ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის F5-ის გადაწყვეტილებები დაინერგა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას IT და სატელეკომუნიკაციო მომსახურება იუჯითიმ გაუწია.
2015
იუჯითიმ UEFA-ს სუპერთასის ღონისძიებას სრული IT და სატელეკომუნიკაციო მომსახურება გაუწია.
UGT-იმ და EMC-იმ პარტნიორობა გააფართოვეს.
საქართველოს რკინიგზაში SAP ERP სისტემის იმპლემენტაციის ფარგლებში აპარატურული ინფრასტრუქტურის პროექტი განხორციელდა, როგორც დეველოფმენთ, ისე პროდუქტიული გარემოსთვის.
იუჯითი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
2014
იუჯითი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
იუჯითიმ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დანერგვის პროექტი წარმატებით დაასრულა.
იუჯითიმ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში აქტივ-აქტივ მონაცემთა ცენტრის ვირტუალიზაციის პროექტი განახორციელა.
იუჯითიმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა შენახვის მაღალწარმადი სისტემის დანერგვის პროექტი განახორციელა.
იუჯითიმ ლიბერთი ბანკში მონაცემთა რეზერვირების დე-დუბლიკატორი სისტემის დანერგვა განახორციელა.
იუჯითიმ მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებლის, კომპანია Cisco Systems-ის Silver პარტნიორის სტატუსი მიიღო.
იუჯითიმ პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების მიწოდება წარმატებით განახორციელა.
იუჯითი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
2013
იუჯითიმ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ვიდეო საკონფერენციო და გახმოვანების სისტემის დანერგვის პროექტი განახორციელა.
იუჯითიმ კომპანია GFI-ს ოფიციალური ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო.
კომპანია იუჯითიში ფუნქციონირება დაიწყო აიტი აუდიტის, საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტმა.
იუჯითი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებულია.
იუჯითიმ GITI-ს ვერცხლის სპონსორობა გაუწია.
2012
იუჯითი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
იუჯითი „წლის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
იუჯითიმ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების V საიუბილეო კონფერენციას ვერცხლის სპონსორობა გაუწია.
Symantec-მა იუჯითი წლის საუკეთესო პარტნიორად აღიარა.
იუჯითის ვიცე პრეზიდენტი სარა უილიამსონი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გახდა.
იუჯითი Cisco TelePresence Video ტექნოლოგიების საპარტნიორო ავტორიზაციის მფლობელია.
იუჯითიმ კომპანია Cisco-ს ახალი სპეციალიზაციები მიიღო.
2011
კვლევის შედეგების მიხედვით იუჯითის კომპანია Cisco–სგან Customer Satisfaction Excellence შეფასება მიენიჭა.
შეიქმნა იუჯითის შვილობილი კომპანია ლიტერასი.
იუჯითის თანამშრომლებმა CISCO-ს უმაღლესი საინჟინრო სერთიფიკაცია CCIE მოიპოვეს.
იუჯითიმ განათლების სამინისტროში საქართველოში პირველად განახორციელა ონლინ კონფერენციის პროექტი ბოლო თაობის Full HD უმაღლესი კლასის Tandberg ვიდეო-მოწყობილობების გამოყენებით.
იუჯითიმ მონაცემების გაჟონვის სისტემის (DLP – Data Leakage Protection) მიმართულებით საბანკო სექტორში პირველი მასშტაბური პროექტი განახორციელა.
იუჯითი გახდა კომპანია McAfee-ს მონაცემების გაჟონვის სისტემის (DLP – Data Leakage Protection) ბიზნეს პარტნიორი.
იუჯითის შვილობილმა კომპანია PCSHOP-მა, პირველი კომპიუტერული ჰიპერ მარკეტი გახსნა.
2010
გიორგი ჭირაქაძე წლის ბიზნესმენად დასახელდა.
იუჯითი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ბიზნესის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. ტეხასის შტატ ქალაქ დალასში ფუნქციონირება დაიწყო UGT LLC-მ
იუჯითიმ შექმნა ახალი ვენჩერული ფონდი საქართველოში.
იუჯითი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ORACLE-ს საპარტნიორო სტატუსი – „ORACLE Gold Certified Partner“ მიიღო.
იუჯითი და მისი შვილობილი კომპანია „დილაინი“ მსხვილ და კეთილსინდისიერ გადამხდელთა ოქროს სიაში მოხვდნენ.
2009
იუჯითიმ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდარღვევების რეგისტრაციის ახალი სისტემა დანერგა.
იუჯითი გახდა საბანკო ტექნოლოგიების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია De La Rue–ს პირველი სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში.იუჯითი გახდა საბანკო ტექნოლოგიების მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია De La Rue–ს პირველი სერთიფიცირებული პარტნიორი საქართველოში.
იუჯითი წლის საუკეთესო ინტეგრატორ კომპანიად დასახელდა.
იუჯითის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი გახდა.
საქართველოში პირველი Microsoft Certified Professional (MCP) კლუბი გაიხსნა.
იუჯითის პრეზიდენტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესმენთა გაერთიანების, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ შექმნის ერთერთი ინიციატორი გახდა.
იუჯითი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მსოფლიო ლიდერი კომპანია VMware-ის კორპორატიული პარტნიორის (Enterprise Partner) სტატუსი მიიღო.
იუჯითიმ კომპანია Billcon-ის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო.
იუჯითი კორპორაცია Cisco Systems-ის ახალი სპეციალიზაციის Advanced Security-ს მფლობელი გახდა.
2008
იუჯითი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საკონფერენციო აუდიო–ვიდეო კავშირების აპარატურის მსოფლიო მწარმოებელი კორპორაცია „პოლიკომის“ სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო.
იუჯითიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად ქართულენოვანი Windows Vista და Microsoft Office 2007 შექმნა.
იუჯითი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც HP-ს პარტნიორის უმაღლესი სტატუსი – „HP Gold Certified Patner“ მიიღო.
იუჯითიმ Microsoft-ის ახალი კომპეტენცია – Advance Infrastructure Solutions Competency მიიღო.
კომპანია იუჯითიმ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001-2000 მიიღო.
კომპანია იუჯითის Microsoft-მა ავტორიზირებული სწავლების საპარტნიორო სტატუსი – Lerarning Solutions Competency მიანიჭა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული კომპანიის მეშვეობით მომხმარებლები ავტორიზებული სწავლების მიღებას მოახერხებენ.
ყველაზე აქტიური მხარდაჭერისათვის იუჯითის საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისაგან სპეციალური ჯილდო გადაეცა.
იუჯითი გამოთვლითი ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურული მიმართულების ლიდერი კომპანია RITTAL–ის ავტორიზებული საპარტნიორო სტატუსის მფლობელი გახდა.
იუჯითი მსოფლიო ლიდერი კორპორაცია Сisco Systems-ის ახალი საპარტნიორო სტატუსის Public Solution Partner–ის მფლობელი გახდა.
2007
საქართველოს ბაზარზე პერსონალური სისტემების გაყიდვების მიმართულებით კორპორაცია HP-მ იუჯითი ლიდერ კომპანიად აღიარა
იუჯითიმ სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების კომპონენტების წარმოებაში მსოფლიოში ერთერთი წამყვანი კომპანიის, PANDUIT–ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი მიიღო. იუჯითი გახდა PANDUIT–ის პირველი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.
იუჯითიმ ინოვაციური პროექტი განახორციელა, Microsoft Dynamics Navision-ის ქართული ინტერფეისი შექმნა.
იუჯითიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა – შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა ინტეგრირებული ბაზა და კორპორატიული ვებ პორტალი. სამინისტროს ელექტრონული რესურსები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიან საინფორმაციო სივრცეში გაერთიანდა.
იუჯითიმ კორპორაცია Oracle-ის საპარტნიორო სტატუსი – “Oracle Certified Partner” მიიღო.
2006
იუჯითიმ კორპორაცია Cisco-ს ახალი სპეციალიზაცია – Express Foundation მიიღო
იუჯითიმ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლითი ცენტრი, მონაცემთა ცენტრალური ბაზები და საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფების ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემა შექმნა.
იუჯითის კომპანია Symantec-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი “Symantec Gold certified partner” მიენიჭა.იუჯითის კომპანია Symantec-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი “Symantec Gold certified partner” მიენიჭა.
იუჯითიმ კორპორაცია Microsoft-თან ერთად ქართულენოვანი Windows XP შექმნა.
იუჯითი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც Microsoft-ის პარტნიორის უმაღლესი სტატუსი – „Microsoft Gold Certified Patner“ მიიღო.
ბიზნესის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ზრდისთვის კორპორაცია HP-სგან იუჯითის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
საქართველოს სკოლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის “ირმის ნახტომის” ფარგლებში, იუჯითიმ საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაცია განახორციელა.
2005
საქართველოს ბაზარზე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმარულებით კორპორაცია HP-მ, იუჯითი 2005 წლის ლიდერ კომპანიად აღიარა. იუჯითის გადაეცა სერთიფიკატები: “საქართველოს ბაზარზე კორპორაციული სისტემების განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის” და “HP-ის შენახვის სისტემების (HP EVA – Enterprice Virtual Array) ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის”.
იუჯითიმ IPG პროდუქტების მიმართულებით HP-ის საგარანტიო სერვის–ცენტრის სტატუსი მიიღო.
კორპორაცია Microsoft-მა იუჯითი Microsoft Business Solutions-ის ერთერთ ყველაზე სწრაფი სტარტის მქონე პარტნიორად აღიარა.
იუჯითი ქართულ IT ბაზარზე ნოვაციით შევიდა და ახალი ელექტრონული მაღაზია PCSHOP.GE გახსნა.იუჯითი ქართულ IT ბაზარზე ნოვაციით შევიდა და ახალი ელექტრონული მაღაზია PCSHOP.GE გახსნა.
იუჯითიმ ელექტრონული ლექსიკონების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის ABBYY-ს სერთიფიცირებული დილერის სტატუსი მიიღო.
იუჯითიმ მიიღო უწყვეტი კვების სისტემების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tripplite-ის ბიზნეს პარტნიორის სტატუსი.
იუჯითი კორპორაცია Oracle-ის – მსოფლიო ლიდერის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების წარმოებაში და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
იუჯითიმ განახორციელა პენიტენციალური სისტემის ფარგლებში ერთერთი მასშტაბური პროექტი. პროექტის შედეგად კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა და ლოკალურ ქსელში ჩაერთო სასჯელაღსრულების შვიდი დაწესებულება, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო.
იუჯითისა და Microsoft-ს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც კომპანიამ მიიღო უფლება განახორციელოს Microsoft Windows XP-ს ქართულენოვანი ლოკალიზაციის პროექტი.იუჯითისა და Microsoft-ს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც კომპანიამ მიიღო უფლება განახორციელოს Microsoft Windows XP-ს ქართულენოვანი ლოკალიზაციის პროექტი.
2004
იუჯითი ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham) წლის საუკეთესო IT კომპანიად აღიარა.
კომპანია იუჯითი გახდა კორპორაცია SAP-ის (მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიმართულებით) ექსკლუზიური ბიზნეს-პარტნიორი საქართველოში.
იუჯითი გახდა ბიზნეს-პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერის – Microsoft Business Solutions-ის სერთიფიცირებული ბიზნეს-პარტნიორი.
იუჯითი გახდა ქსელური უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ნომერ პირველი მწარმოებლის Check point-ის ერთადერთი სერთიფიცირებული წარმომადგენელი საქართველოში.
იუჯითის სერვის ცენტრმა “IBM-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის” სტატუსი მიიღო.იუჯითის სერვის ცენტრმა “IBM-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის” სტატუსი მიიღო.
იუჯითიში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შედეგად, იუჯითიში ჩამოყალიბდა ოთხი ძირითადი მიმართულება: კონსალტინგის და კომპლექსური პროექტების, IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების, ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტების და კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციის დეპარტამენტები.
2003
იუჯითის HP-ისაგან “ბიზნესის განვითარებისთვის“ პრიზი გადაეცა.
იუჯითი გახდა კორპორაცია IBM-ის ბიზნეს-პარტნიორი.
HP-ის (Hewlett-Packard) მიერ Compaq-ის შესყიდვის (2002 წელი) შემდეგ, იუჯითიმ მიიღო “HP-ის ბიზნეს პარტნიორის” და “HP-ის მიერ წარმოებული ტექნიკის სერთიფიცირებული სერვის-ცენტრის” სტატუსი.
2002
იუჯითი გახდა კორპორაცია Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი.
იუჯითი გახდა კორპორაციული IT სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის, კორპორაცია Sun Microsystems-ის ბიზნეს პარტნიორი და მიიღო “Sun Microsystems-ის კორპორატიული სისტემების რეალიზატორის” სტატუსი.
იუჯითი გახდა კომპანია APC-ის სერთიფიცირებული პარტნიორი.
იუჯითის მეორედ მიენიჭა “კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის” სტატუსი.
2001
იუჯითის “კავკასიის რეგიონში Compaq-ის საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორის” სტატუსი მიენიჭა.
იუჯითიმ Compaq-ისაგან პრიზი “Compaq-ის ბიზნესის განვითარებისათვის” მიიღო.
2000
იუჯითი გახდა ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების უმსხვილესი მწარმოებლის Cisco Systems-ის პრემიერ-პარტნიორი.
1998
იუჯითიმ მიიღო “Compaq-ის ავტორიზირებული სერვის ცენტრის” სტატუსი.
1997
იუჯითი გახდა მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლის, Compaq-ის (ახლა უკვე HP Compaq) უფლებამოსილი პარტნიორი კავკასიის რეგიონში.
კომპანია იუჯითის დაარსების წელი.