UGT გთავაზობთ SAP SuccessFactors Learning მოდულს – თანამშრომლების უწყვეტი განათლების პლატფორმას. სისტემა მხარს უჭერს ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებას, თვითგანვითარებასა და სერტიფიცირებას.
აქ შესაძლებელია ორგანიზაციისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების განვითარება ინტეგრირებული სასწავლო პლატფორმის მეშვეობით.

SAP SuccessFactors-ის სწავლების მოდულის სარგებელი:
- ციფრული სასწავლო კურსები
- სერთიფიცირება და განვითარების პროგრესის მონიტორინგი
- ცოდნის გაზიარების კულტურის ხელშეწყობა
პარტრნიორები
შეთავაზება
სწავლების სრული მართვა – ფორმალური და არაფორმალური კურსების ორგანიზება, პროგრესის მონიტორინგი და შედეგების შეფასება.
კურსების მრავალფეროვანი ფორმატი – ტრენერების მიერ ჩატარებული, ვირტუალური და თვითსწავლის კურსები.
პერსონალიზებული სასწავლო გეგმები – თითოეული თანამშრომლის სამუშაო როლსა და არსებულ „performance gaps“-ზე მორგებული.
სერტიფიცირების სისტემა – გამოცდების მოდული და სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა.
ინტეგრაციები – დაკავშირება გარე სასწავლო პლატფორმებთან.
ჩვენი მომხმარებლები
SAP SuccessFactors სწავლების (Learning (LMS)) მოდული განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია თანამშრომლების უწყვეტი სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, სასწავლო პროცესის სტრუქტურირებული და მასშტაბური მართვა.
ჩვენი მომხმარებლები არიან ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები, საცალო და საბითუმო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.